რა ოდენობის ჯარიმა დაგეკისრებათ თუკი ქონების გადასახადს არ შეავსებთ - დეტალები
1761767738
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, ომი არა უკრაინასა და რუსეთს შორის, არამედ რუსეთსა და ევროპას შორის იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ.
„რუსებმა უნდა მოგვისმინონ. მათ უნდა გაიგონ, რომ ომი არის ის, რაც ნამდვილად არავის სჭირდება. ჩვენ იარაღით ხელში არავინ დაგვიპატიჟებია. ქალაქის ან ტერიტორიის ოკუპაცია არ მოხდება. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძლიერი ესკალაციის შემთხვევაში, ტრაგედია მოხდება. ამიტომ ძალიან ღია ვარ. ეს არ იქნება უკრაინისა და რუსეთის ომი. ეს იქნება ევროპული ომი. სრულმასშტაბური ომი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.