წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
პარტია „მოქალაქეები" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ.
ალეკო ელისაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიები სოციალურ საკითხებზე უნდა შექმნან და არა, მისი შეფასებით, ძალით გაბუქებულ თემებზე. მისი თქმით, ეს ენერგიის ამაო ხარჯვა იქნება.
„ჩვენ არ ვუჭერთ ამ კომისიის შექმნას მხარს და არც მის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, იმიტომ რომ ეს იქნება ამაო ენერგიის და დროის ხარჯვა. წამება და გაბუქება, რომ არიქა, სააკაშვილს სული ამოხადეს და ამაზე სამი თვე ვხარჯოთ, იქნება დროის კარგვა. ჯობია ეს სამი თვე მოვახმაროთ იმ პრობლემების მოგვარებას რაც ნამდვილად აწუხებს ხალხს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კომისიის შექმნას მხარს არც გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წევრები დაუჭერენ მხარს.