„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ეკა გიგაურიც არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი. რუსული მეთოდები არ ვიცი, მაგრამ საბჭოური მეთოდი არის, როდესაც ერთ თანამდებობაზე ადამიანი არის 15 წლის განმავლობაში. ხვდებით, ვისზეც ვსაუბრობ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პრემიერის თქმით, საქართველო იმართება სწორედ რომ დემოკრატიული მეთოდებით.
„ეკა გიგაურიც არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი. რუსული მეთოდები არ ვიცი, მაგრამ საბჭოური მეთოდი არის, როდესაც ერთ თანამდებობაზე ადამიანი არის 15 წლის განმავლობაში. ხვდებით, ვისზეც ვსაუბრობ. თვითონ საბჭოური მეთოდებით არის გამყარებული თავის თანამდებობაზე და ვერავის ვერ ასწავლის ეს ადამიანი რა არის სწორი და დემოკრატიული მეთოდები. ჩვენი ქვეყანა იმართება სწორედ რომ დემოკრატიული მეთოდებით და ასე ვაპირებთ ქვეყნის მართვის გაგრძელებას“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.