პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინის ომი იყო გამოღვიძების ზარი, ევროპისთვის „ახალი ეპოქის“ დასაწყისი, რომელიც მოითხოვს უფრო დიდ ეკონომიკურ და თავდაცვით ავტონომიურობას.
მაკრონის თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ხაზი გაუსვა საერთო, დამოუკიდებელი ევროპული თავდაცვის სტრატეგიის აუცილებლობას.
მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი გააძლიერებს ინვესტიციებს თავდაცვის სექტორში, თუმცა, დამატებით დეტალებზე აღარ ისაუბრა.
თავის გამოსვლაში, საფრანგეთის ლიდერმა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მოითხოვა, რათა მოხერხდეს უკრაინელებისთვის დახმარების მიწოდება.
მაკრონმა იქვე დასძინა, რომ ომის შედეგებს უდავოდ იგრძნობენ მთელ ევროპაში, მათ შორის საფრანგეთში, სადაც სავარაუდოდ, გაიზრდება ბენზინის, გაზისა და ყოველდღიური ნივთების ფასები.