1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინელებმა მოიპოვეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ერთ-ერთი დანაყოფის დოკუმენტები, რომელიც არის უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის და დამტკიცებულია 18 იანვარს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის წარმატებული მოქმედებების წყალობით, რუსი დამპყრობლები კარგავენ არა მხოლოდ აღჭურვილობას და ადამიანურ ძალას, არამედ პანიკაში არიან და ისინი, ასევე, ტოვებენ საიდუმლო დოკუმენტებს. ასე რომ, ჩვენს განკარგულებაშია რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო 810-ე ცალკეული ბრიგადის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ერთ-ერთი დანაყოფის დაგეგმვის დოკუმენტები. მიღებულ დოკუმენტებს შორისაა სამუშაო რუკა, საბრძოლო დავალება, გამოძახების ცხრილი, საკონტროლო სიგნალის ცხრილები, ფარული მართვის ცხრილები, სამხედროების სია და ა.შ.
იღებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილია, რომ უკრაინასთან ომის დაგეგმვის დოკუმენტები დამტკიცდა 18 იანვარს, ხოლო თავად უკრაინის ხელში ჩაგდების ოპერაცია 15 დღე უნდა გაგრძელებულიყო. კერძოდ, 20 თებერვლიდან 6 მარტამდე.
ასე რომ, როდესაც კიდევ ერთხელ ერთ-ერთი ტყვე იტყვის, რომ სასწავლებლად მოვიდა და დაიკარგა - არ დაიჯეროთ! იცოდნენ, საგულდაგულოდ დაგეგმეს და მოემზადნენ. ჩვენ კი ერთს ვეტყვით რუს ოკუპანტებს: დატოვეთ თქვენი აღჭურვილობა და საიდუმლო დოკუმენტები მომავალში, ისინი დაგვჭირდება, პირველი ჩვენი დამცველებისთვის, მეორე კი ჰააგასთვი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ნახეთ ვიდეო - რა იპოვეს რუს ჯარისკაცების პირად ნივთებში