"მტერი ყოველდღიურად რესურსებს კარგავს, დემორალიზებულია იმიტომ, რომ მათი გეგმები ვერ განხორციელდა" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთ-უკრაინა

"ჩვენ უკვე გამოვედით შოკიდან და მტერი თავის რესურსებს ყოველდღიურად კარგავს"  - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალარი აღნიშნავს, რომ უკრაინა უკვე შოკიდან გამოვიდა და მტერი ყოველდღიურად კარგავს თავის რესურსებს, დემოტივირებული და დემორალიზებულია.

როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ მან ისაუბრა.

"ამ ომის ყოველი დღე, ომის ეს აქტიური ფაზა ჩვენს სასარგებლოდ არის, რადგან შოკისდან უკვე გამოვედით, ჩვენი საზოგადოება ახლა ძალიან ძლიერია.

მტერი კი ყოველდღიურად თავის რესურსებს კარგავს, დემოტივირებული, დემორალიზებულია. იმიტომ, რომ მათი გეგმები ვერ განხორციელდა: მათ ერთ დღეში ვერ აიღეს უკრაინა“, - ხაზგასმით აღნიშნა მალიარმა.