შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
ბრიტანელ მომღერალ ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ 74 წლის მომღერალი Instagram-ზე წერს.
„კორონავირუსით დავინფიცირდი, ამიტომ დალასში დაგეგმილი ჩემი კონცერტები გადაიდება. შოუს გადატანა ყოველთვის დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ საკუთარ თავსა და ჩემს გუნდზე უნდა ვიზრუნო. საბედნიეროდ, ვაქცინირებული ვარ, ბუსტერ დოზაც მაქვს გაკეთებული. სუსტად გამოხატული სიმპტომები მაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოეს უქმეებზე არკანზასში დაგეგმილ კონცერტებზე გამოსვლას შევძლებ“, - წერს ელტონ ჯონი.