1734811316
ელექტრო სიგარეტის მოწევის შემდეგ, რუსეთში მოზარდი გარდაიცვალა
რუსეთში ელექტრო სიგარეტის მოწევის შემდეგ მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა ქალაქ ბიისკში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი 17 წლის დასთან ერთად სრულწლოვან მეგობარს ესტუმრა. მათ მასპინძლის სახლში ელექტრო სიგარეტი იპოვეს და მოსწიეს. უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, გოგონამ გამოაქვეყნა ვიდეო:
„მთელი დღე მოვწევ, სანამ ცუდად არ გავხდები“, - ამბობს 17 წლის გოგო ვიდეოში.
გამთენიისას მოზარდები ბებიამ უგონო მდგომარეობაში იპოვა.
12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გოგოები კი ჰოსპიტალიზირებულები არიან, ერთ-ერთი მათგანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.