დიმიტრი პესკოვის თქმით, კურსკში უკრაინელების სამხედრო ოპერაციას რუსეთი მკაცრ პასუხს გასცემს

დიმიტრი პესკოვი

კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრისთვის, მოსკოვი კიევს საპასუხო ზომებით ემუქრება. ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, კურსკში უკრაინელების სამხედრო ოპერაციას რუსეთი მკაცრ პასუხს გასცემს.

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. მისი თქმით, ამ საკითხმა კრემლისთვის აქტუალობა დაკარგა.