დიდი ბრიტანეთი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს 

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს - სწორედ, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან.

სატელეფონო საუბრის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერი წერს, რომ რუსეთს მაქსიმალურ ეკონომიკურ ხარჯს დაუწესებს.

რამდენიმე საათის წინ, სატელეფონო საუბარი უკრაინისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის შედგა.

ბლინკენმა და კულებამ პუტინის დაწყებული ომის შესაჩერებლად მიმდინარე დიპლომატიური გზებიც განიხილეს.