პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს მობილიზებული ჯარისკაცების სესხების შესახებ. ამის შესახებ kp.ru წერს.
საგადასახადო სამსახურს დაევალა მობილიზებულთა „საკრედიტო არდადეგების“ მონიტორინგი, მათი ვალების ჩამოწერა და სხვა.
აი, რა წერია დოკუმენტში:
დეპოზიტები სიკვდილის შემდეგ
საგადასახადო სამსახური აცნობებს ბანკებს პირის გარდაცვალების შესახებ. ამის შემდეგ მისი ანაბრებიდან ფულის მიღება ჩვეულებრივი წესით აღარ იქნება შესაძლებელი. სახსრების გატანას, სამკვიდროში შესვლის შემდეგ, მხოლოდ ოფიციალური მემკვიდრეები შეძლებენ.
კანონი სესხების შესახებ მობილიზებული ჯარისკაცების შესახებ
თუ პირი გაიწვიეს ჯარში მანამ, სანამ ის დაუკავშირდებოდა ბანკს, სესხის შესახებ, ბანკს შეუძლია დაადასტუროს მოვალის მობილიზება საგადასახადო ოფისში. მეტიც, ბანკები ვალდებულნი არიან, დააზუსტონ ეს ინფორმაცია, საგადასახადო ორგანო კი ვალდებულია, უპასუხოს მათ. ვერც ერთი კრედიტორი ვერ იტყვის: „აბა, შენ არ გამაფრთხილე, შენი ბრალია“.
ყველა, ვინც ომში წავიდა, ფრონტზე ყოფნისას ვალების გადახდის ვალდებულება ეხსნება, ხოლო თუ ჯარისკაცს მოკლავენ, მისი სესხები ჩამოიწერება.