წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ, თქვენი მისამართი

wyali

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

,,18 ნოემბერს , ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, გულუას ქ. N10-თან, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 18 ნოემბერს 22:00 საათიდან 19 ნოემბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

სანაპიროს, საქანელას, აბჟანდაძის, ვახტანგ ორბელიანის, ათონელის, ვეკუას, ფურცელაძის ქუჩებს.

კრწანისის რაიონში:

მტკვრის, სულხანიშვილის, გოგჩის, ბარათაშვილის N 2-14 (ლუწებს), დიდი ხეივნის, 1-ლი, მე-2, მე-3 ხეივნის, წითლანაძის, გულუას, გულიას, გორგასლის N61, N 87-115 (კენტებს), N 30-50 (ლუწებს), კრწანისის ქუჩას თავისი შესახვევებით და ჩიხებით, იუსტიციის სახლს და ქართული ოცნების ოფისს (ერეკლე II მოედანი N3), კოტე აფხაზის (ლესელიძის) N 16-44 (ლუწებს), N 27-53 (კენტებს), ვერცხლის, შარდენის, ბამბის რიგს, რკინის რიგის, ცინცაძის, ოქრომჭედლები, სიონის, კარლო ჩხეიძის, იეთიმ გურჯის, ანტონ კათალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, შოთა ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის, დიუმას ქუჩებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.