დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალი მასირებული დარტყმებისთვის ემზადებიან - ზელენსკი

ზელენსკი

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასირებულ საჰაერო დარტყმებს ამზადებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს.

მისი თქმით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასა და სამხედროებს ახალი დავალებები უკვე მიეცათ.

„ახლა დაზვერვამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რუსები ახალი მასირებული დარტყმებისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული მხარე პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებას სთხოვს, რომელიც კიევის დაცვისთვის არის საჭირო.

„მომარაგება საკმარისი არ არის. ვცდილობთ, რომ საკითხი დავაჩქაროთ, რომ პარტნიორებმა მოგვისმინონ“, - დასძინა უკრაინის ლიდერმა.