1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
NATO-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე ქმედებები მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი უკვე გაუგზავნა.
„ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ რუსეთის წუხილი და ჩავერთოთ რეალურ დიალოგში, თუ როგორ გავაძლიეროთ და პატივი ვცეთ ევროპის უსაფრთხოების პრინციპებს, რასაც ყველამ მოვაწერეთ ხელი ჰელსინკის აქტიდან დაწყებული. ეს მოიცავს ყველა ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტოს სამხედრო მოწყობა.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე ქმედებები მოკავშირეების და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებული არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.