25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1753008975
ნატო-ს სამშვიდობოების უკრაინაში გაგზავნა უგუნური და ექსტრემალურად სახიფათო იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ნებისმიერმა კონტაქტმა ჩვენს სამხედროებსა და ნატო-ს სამხედროებს შორის შესაძლოა, მიგვიყვანოს საკმაოდ გასაგებ შედეგებამდე, რომლის გამოსწორებაც რთული იქნება“, – აღნიშნა პესკოვმა.
უკრაინაში სამშვიდობო მისიის განთავსების ინიციატივით, პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი ცოტა ხნის წინ გამოვიდა პოლონეთის, სლოვენიის, ჩეხეთისა და უკრაინის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
პოლონეთი ამ წინადადების დაყენებას ნატო-ს საგანგებო სამიტზე 24 მარტს ბრიუსელშიც გეგმავს.