ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
უკრაინაში შემოჭრილი მტრის მხოლოდ 10%-ს დარჩა ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ ოკუპანტების 17 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
„უკრაინული ჯარი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ყველა ფრონტზე წარმატებით იბრძვის. უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით მოქმედებენ კიევის დამაკავშირებელ კვანძებზე, რომლის ჩაგდებსაც მტერი რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს. მსგავსი ვითარებაა ნიკოლაევშიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების 17 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.
მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე აქტიურად შეინიშნება რუსული და ბელორუსული სამხედრო ნაწილების გადაადგილება. მტრის არმია სრულიად დემორალიზირებულია. უკრაინაში შემოჭრილი მტრის მხოლოდ 10%-ს დარჩა ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა. დანარჩენი ან განადგურებულია ან, დაშავებული. ერთად გავიმარჯვებთ,“ - აღნიშნულია მიმართვაში.
" | უკრაინის გენშტაბი