„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება.
,,თქვენ იცით, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები, მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია, ეს ციფრი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი.
უკვე 58 ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში და 50 ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი მათი ბავშვების ბაღებში სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ. უახლოეს მომავალში მივალთ ამ სკოლებში, გავესაუბრებით ბავშვებს, მათ მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელებს. მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს ასეთი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.