პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„აზოვის“ პოლკის მიერ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე მებრძოლებმა „აზოვსტალის“ ქარხანაში არსებულ ვითარებაზე და მათ რესურსებზე ისაუბრეს.
დაზვერვის ოფიცრის, ილია სამოილენკოს თქმით, „აზოვის“ პოლკისთვისდანებება მიუღებელია და მათთვის ტყვედ ჩავარდნა სიკვდილს ნიშნავს.
„ეს ჩვენთვის გარე სამყაროსთან უკანასკნელი კონტაქტი თუ იქნება, მე მსურს მსოფლიომ იცოდეს თუ რა ხდება მარიუპოლსა და „აზოვსტალში“. ჩვენ სამხედროები ვართ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დავიღუპოთ. ვცდილობთ ღირსეულად ვიცხოვროთ და დავიცვათ ჩვენი მეგობრები უღირსი ქმედებებისგან. ნუ გავაუფასურებთ ჩვენს თავგანწირვას. ბევრმა ადამიანმა გაწირა სიცოცხლე უკრაინისა და თავისუფალი მსოფლიოს დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავყაროთ იარაღი და წავიდეთ. ჩვენ ბლოკირებული ვართ ყველა მიმართულებით, ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია. ჩვენთვის ტყვედ ყოფნა სიკვდილს ნიშნავს,“ - განაცხადა სამოილენკომ.