დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ვოლოდიმირ ზელენსკის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ნაციზმის სისასტიკე უკრაინაში დაბრუნდა. მიმართვის ჩაწერის ადგილიც პრეზიდენტმა სპეციალურად შეარჩია - რუსი ოკუპანტების მიერ დანგრეული მრავალსართულიანი შენობა ბოროდიანკაში.
„მეორე მსოფლიო ომიდან ათწლეულების შემდეგ უკრაინაში სიბნელე დაბრუნდა. და ყველაფერი ისევ შავ-თეთრი გახდა. კვლავ! ბოროტება დაბრუნდა. კვლავ! სხვა უნიფორმით, სხვა სლოგანებით, მაგრამ იმავე მიზნით. უკრაინაში ნაციზმის სისხლიანი რეკონსტრუქცია მოეწყო. ამ რეჟიმის ფანატიკური გამეორება. მისი იდეები, ქმედებები, სიტყვები და სიმბოლოები. მისი სისასტიკეების და „ალიბის“ მანიაკურად დეტალური რეპროდუქცია, რამაც ბოროტებას, ვითომ, წმინდა მიზანი მისცა.
მისი დანაშაულების გამეორება და „მასწავლებლის“ დაჯაბნის მცდელობები და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტების პიედესტალიდან მისი ჩამოგდების მცდელობა. მან დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი ქსენოფობიაში, სიძულვილში, რასიზმსა და მსხვერპლთა რიცხვით, რაც მათ მოიტანეს.
აღარასდროს განმეორდება! ეს იყო ბრძენი ადამიანის ოდა! ცივილიზებული სამყაროს ჰიმნი! მაგრამ ვიღაცამ არასწორ ტონალობაში იმღერა. დამახინჯებული „აღარასდროს განმეორდება“ ყოყმანის ნოტებით, მდუმარე, ის, ვინც ბოროტების საკუთარი არია დაიწყო. და ეს ყველა იმ ქვეყნისთვისაა ნათელი, რომელმაც ნაციზმის საშინელებები საკუთარი თვალით იხილა. და დღეს ჩვენ საშინელი დეჟა ვუს წინაშე ვართ.
ეს ყველა იმ ქვეყანასა და ერს ესმის, ვინც დღეს უკრაინას მხარს უჭერს. და მიუხედავად მონსტრის ახალი ნიღბისა, ისინი მას ცნობენ. რადგან, ზოგიერთისგან განსხვავებით, მათ ახსოვთ რისთვის და რის წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. მათ არ არევიათ პირველი მეორეში, არ გადაუნაცვლებიათ მათი ადგილები, არ დავიწყებიათ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.