ჩვენი მიწის გათავისუფლება და გამარჯვების მიღწევა უკრაინის ეროვნული მიზანია - ზელენსკი

ზელენსკი

ჩვენი მიწის გათავისუფლება და გამარჯვების მიღწევა უკრაინის ეროვნული მიზანია, რაზეც ერმა ყოველდღე უნდა იმუშაოს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

„რუსეთმა 24 თებერვალს იგივე გააკეთა, რაც ნაცისტებმა 22 ივნისს. ამაზე ბევრი ითქვა და მხოლოდ ერთი რამ მინდა დავამატო - მაშინ, შესევის დილიდან აგრესორის დამარცხებამდე 1418 დღე გავიდა, ჩვენ ჩვენი მიწა უფრო სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ და მივაღწიოთ გამარჯვებას. ეს არის ჩვენი ეროვნული მიზანი და მის მისაღწევად ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ, არა მარტო სახელმწიფომ, არამედ ყველა მოქალაქემ, იმ დონეზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.