"ჩვენ ყველას გვჭირდება ჩვენი გამარჯვება" - სვიატოსლავ ვაკარჩუკმა მოხალისეთა შტაბში იმღერა

sviatoslav vakarchuk

უკრაინული ჯგუფის - Okean Elzy-ს ლიდერი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი ქალაქ ლვოვის ცენტრში მოხალისეთა შტაბს ეწვია. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.

"არსებობს მოხალისეთა შტაბი "ჩვენ გვჭირდება გამარჯვება".

ყველაფერი ფოტოზეა...

მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დავამატო - ჩვენ ყველას გვჭირდება ჩვენი გამარჯვება"  - წერს მუსიკოსი.

მუსიკოსმა ხალხს უმღერა...

 

ცოტა რამ ვაკარჩუკზე

ბავშვობა და ახალგაზრდობა ლვოვში გაატარა.

ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, ვაკარჩუკმა, უკრაინელ მუსიკოსებთან ერთად, ოპოზიციის მხარდაჭერა გამოხატა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია "ჩვენი უკრაინისგან" დეპუტატობის მანდატი მიიღო. 

ვაკარჩუკმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ევრომაიდანში. დედაქალაქის მთავარ მოედანზე, "Okean Elzy" -მ მომიტინგეების მხარდასაჭერად კონცერტი გამართა. 

ვაკარჩუკი უკრაინულ შოუში - "ქვეყნის ხმა" მენტორის როლში მოევლინა საზოგადოებას. მისი გუნდის წევრები ორჯერ გახდნენ ქვეყნის მთავარი ვოკალური შეჯიბრის გამარჯვებულები.

2013 წელს კომპოზიტორმა ახალი დისკითა ("დედამიწა") და უკრაინულ-რუსული ტურნეთი გაახარა მსმენელი. პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია, უკრაინელ მუსიკოსს ტაშს უკრავდნენ. 2014 წელს ჯგუფის კონცერტზე - "Okean Elzy - 20 წელი ერთად!" 75 ათასი მაყურებელი მივიდა...