ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
„ჩვენ უკვე დავიწყეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტებზე მუშაობა. ნაბიჯ-ნაბიჯ რუსულ სახელმწიფოს ჩამოვაშორებთ თანამედროვე ეკონომიკის ყველა ელემენტს. ოკუპანტები მეზობლების სიცოცხლის დანგრევის სრულ ფასს გადაიხდიან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა ნავთობის გაყიდვით მიღებული „ნავთობდოლარების ნაკადი“ უნდა დაკარგოს.
„მსოფლიო უარს ამბობს რუსულ ნავთობზე. მეტიც, სხვა ქვეყნები, რომლებიც ბევრად უკეთეს და ნავთობს აწარმოებენ, ემზადებიან რუსული მარაგების ჩასანაცვლებლად. ამიტომ აგრესორ სახელმწიფოს ამ სფეროში უზარმაზარი შემოსავლები ეკარგება.
რა თქმა უნდა, რუსეთი მუდმივად ცდილობს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ის დიდი ხანია სარგებლობს ნავთობდოლარების ნაკადით და არ სურს მისი დაკარგვა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უნდა მიეჩვიოს იმას, რომ შემოსავლის ძალიან მტკივნეული შემცირება ომის გარდაუვალი შედეგია მისთვის, ვინც ამ ამაში დამნაშავეა, რუსული სახელმწიფოსთვის,“- აღნიშნა ზელენსკიმ.