„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ“ - უკრაინელმა დეპუტატმა რუსთაველზე დემონსტრანტებს მიმართა

გონჩარენკო

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისადმი მიძღვნილ აქციაზე შკრებულ ადამიანებს უკრაინის რადის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ მიმართა. მ

ან გაიხსენა, თუ როგორ გამოვიდა 33 წლის წინ ქართველი ხალხი თბილისის ქუჩებში თავისუფლებისთვის საბრძოლველად და მაშინ, მისი სიტყვებით, ქართველები იბრძოდნენ არა მხოლოდ მათი, არამედ, ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს, რომელიც წარმოადგენს რეინკარნირებულ რუსეთის იმპერიას.

„ქართველო ძმებო... ამ დღეს რუსებმა ქართველები დახოცეს ჯოხებით, ნიჩბებით, გაზით.... გავიდა 33 წელი, საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დღეს რუსი ჯარისკაცები კლავენ ათასობით უკრაინელს ბომბებით, ტანკებით, არტილერიით, რაკეტებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ იმიტომ, რომ მთელი თავისუფალი სამყარო ერთიანია უკრაინის გარშემო.

ჩვენთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან ქართველი, ლიეტუველი, პოლონელი, ბელარუსი, ამერიკელი და ბრიტანელი მოხალისეები და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მოვიგებთ და დავამარცხებთ ბორტების იმპერიას. ჩვენი თავისუფლებისთვის, Слава Україні, საქართველოს გაუმარჯოს”, - თქვა გონჩარენკომ.