1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა გაეროს კომისიას მიმართავს გამოიძიოს ის დანაშაულები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა.
ლუდმილა დენისოვას თქმით, ბუჩაში წამებით სიკვდილამდე მიჰყავდათ არა მხოლოდ მოზრდილები, არამედ ბავშვებიც. უკრაინის სახალხო დამცველი ამის შესახებ ფეისბუკზე წერს.
"ქალაქ ბუჩაში იაბლუნსკაიას ქუჩაზე, "რაშისტებს" ჰქონდათ მოწყობილი საწამებელი. გადარჩენილების თქმით, აქ იყო "კადიროველების" შტაბი. ისინი პირდაპირ ხვრეტდნენ ადამიანებს, უწვავდნენ თვალებს, აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს და წამებით სიკვდილამდე მიჰყავდათ არა მხოლოდ მოზრდილები, არამედ ბავშვებიც. ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, ბუჩაში ამ დროისთვის 360 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის მინიმუმ 10 ბავშვია," - წერს დენისოვა.
დენისოვა ასევე აღნიშნავს, რომ დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის სოფელ მაკაროვში სიკვდილით დასჯილი 132 ადამიანი იპოვეს - აღმოჩენილია როგორც მასობრივი სასაფლაოები, ასევე ცალკეული ცხედრებიც.
დენისოვას ინფორმაციით, ჰოსტომელიდან ირპენის მიმართულებით გასასვლელში, ტყეში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იპოვეს დაცხრილული მანქანა ოჯახთან ერთად.
"რუსეთის ტერორისტების არმიის ასეთი ქმედებები გენოციდის დანაშაულის განმარტებას შეესაბამება გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მე-6 მუხლის შესაბამისად," - აღნიშნავს უკრაინის ომბუდსმენი.
დენისოვა მიმართავს გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემსწავლელ კომისიას და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ მოსკოვის მექანიზმის შესაბამისად შექმნილ საექსპერტო მისიას, შეისწავლონ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები.