„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
ჰოლივუდის მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი უკრაინაში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ის უჟგოროდის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში შენიშნეს - სავარაუდოდ, მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. უკრაინული მედია წერს, რომ მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი.
კლინიკაში ვან დამის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ საუბრობენ და ამბობენ, რომ მან ექიმებს ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაცემა აუკრძალა.
როგორც გამოცემა წერს, ჟან-კლოდ ვან დამი ომთან დაკავშირებით დუმს და კომენტარს არ აკეთებს, ამისი მიზეზი კი ვლადიმირ პუტინთან და რამზან კადიროვთან მისი მეგობრობაა.