რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
აზერბაიჯანი უკრაინელ ხალხს ელექტროენერგიის მდგრადი მიწოდების აღდგენის მიზნით, 45 ელექტროტრანსფორმატორსა და 50 გენერატორს უგზავნის, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დახმარების პირველი ნაწილი უკრაინაში უკვე გაიგზავნა, მეორე ნაწილის გაგზავნა კი უახლოეს მომავალში იგეგმება. ჰუმანიტარული ტვირთის საერთო წონა 52.2 ტონაა, საერთო ღირებულება კი - 1 მილიონ 422 ათას მანათს (800 000 აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აზერბაიჯანმა უკრაინას თითქმის 30 მილიონი მანათის, დაახლოებით 17.5 მილიონი აშშ დოლარის, დახმარება გაუწია.