1749217709
კანადის მთავრობა უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ახალი საიმიგრაციო ზომების მიღებაზე მუშაობს

კანადის მთავრობა უკრაინაში შექმნილი სიტუაციით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ახალი საიმიგრაციო ზომების მიღებაზე მუშაობს. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა:
- მიმდინარეობს ახალი სახის პასპორტების და სამგზავრო დოკუმენტაციის დამუშავება, რათა უკრაინაში მცხოვრებმა კანადის მოქალაქეებმა და მათმა ოჯახის წევრებმა სამშობლოში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეძლონ.
- პრიორიტეტი მიენიჭება იმ ადამიანების მიერ გამოგზავნილ განაცხადს, რომლებიც ახლა უკრაინაში ცხოვრობენ და რომლებსაც აქვთ:
მუდმივი და დროებითი ცხოვრების უფლება
მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი
- ყველანაირად ვცდილობთ ადამიანური რესურსების მობილიზებას, რათა ყველა ადამიანმა სასურველ კითხვებზე პასუხი, რაც შეიძლება მალე მიიღოს.
- ვაფართოებთ საჯარო პოლიტიკას, რათა კანადაში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა სამუშაო ნებართვის მოთხოვნა კანადიდანვე შეძლონ.