ბრიტანეთში მცხოვრებმა ქალმა საკუთარ დას ძაღლი მოჰპარა, დანაშაულის დასაფარად კი ოთხფეხა მეგობარს ბეწვი შეუღება

ძაღლი

ბრიტანეთში მცხოვრებმა ქალმა საკუთარ დას ძაღლი მოჰპარა, დანაშაულის დასაფარად კი ოთხფეხა მეგობარს ბეწვი სხვა ფერის საღებავით შეუღება. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. 

დაკარგულ ცუგას, სახელად ზეუსს სოგი კვირების განმავლობაში ეძებდა, მან შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეშიც გაავრცელა. მიუხედავად ამისა, ის საყვარელ ცხოველს ვერსად პოულობდა.

საბოლოოდ, სოგიმ ზეუსს მას შემდეგ მიაგნო, რაც უცნობმა დაურეკა და ის მისამართი ჩააწერინა, სადაც ძაღლი ბოლოს ნახა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სოგის დას ალასკური მალამუტი ძალიან მოსწონდა, თუმცა მის შესაძენად საჭირო თანხა არ ჰქონდა. ამიტომ მარტივი გამოსავალი მოძებნა და ძაღლი საკუთარ დას წაართვა.