„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ბრიტანელმა ქალმა ქურდობა სიზმარში აღიარა. მძინარე რუთ ფორტმა ჩადენილი ქმედების შესახებ ქმარს გაუცნობიერებლად მოუყვა. ინფორმაციას ამის შესახებ The Sun-ი ავრცელებს.
ქალი ამბობდა, რომ 7 200 ფუნტი სტერლინგი იმ ადამიანს მოჰპარა, ვისთანაც მომვლელად მუშაობდა. რუთი ამტკიცებდა, რომ მის უფროსს ფული მაინც არ სჭირდებოდა.
მეუღლის აღსარების მოსმენის შემდეგ ანტონი ფორტმა ცოლის დანაშაული სასწრაფოდ პოლიციას აცნობა.
ქალს თავისუფლების აღკვეთა 16 თვით მიუსაჯეს.