პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბრიტანელი ლექტორი სამსახურიდან მაღალი ხმის ტემბრის გამო გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
ანეტ პლაუტი დირექტორმა მას შემდეგ დაითხოვა, რაც ორმა სტუდენტმა ადმინისტრაციას საჩივრის წერილით მიმართა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პლაუტის ძალიან მაღალი ხმა ჰქონდა, რის გამოც ლექციის შინაარსის გაგება უჭირდათ.
ანეტმა უკან არ დაიხია და მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მის მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია. მან მიყენებული ზარალის გამო კომპენსაციის სახით 100 000 ფუნტი სტერლინგი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ანეტ პლაუტი ექსეტერის უნივერსიტეტში 29 წლის განმავლობაში მუშაობდა.