კარგი სიახლე პენსიონერებისთვის - მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება
1791799417
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ.
"ბელარუსი პარტიზანების მიწაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ აღჭურვილობას და ბელარუს ჯარისკაცებს უკრაინაში ომის შესახებ ბროშურებს ურიგებენ, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად არ წავიდნენ. უკრაინა გაიმარჯვებს, ბელარუსიც გათავისუფლდება“, – წერს ვიაჩორკა Twitter-ზე.