პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ეს უკვე ომიც აღარაა, ეს ქვეყნის მასობრივი განადგურებაა, რაც ომის წესებსაც აღარ ექვემდებარება. ომსაც აქვს წესები და კანონები", - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსეთი ომის დანაშაულს სჩადის. ესაა სიმართლე და უნდა ვთქვათ. რაც ხდება მარიუპოლში, ეს არის ომის დანაშაული. რუსეთი ანგრევს ყველაფერს, კლავს ხალხს, ეს არის საშინელება. ეს არის ტრაგედია. წარმოუდგენელი სისასტიკეა და ყველაზე მკაცრი გზით უნდა დავგმოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ომის დანაშაულია. ქალაქი მარიუპოლი მთლიანად განადგურებულია. ხალხი დაიხოცა და კვდება ახლაც!
უკრაინას დავეხმარებით ყველა ჩვენი რესურსით. რუსეთი იყენებს ყველა სამხედრო შესაძლებლობასა და რაც ყველაზე სამწუხაროა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს შეტევას. ეს უკვე ომიც აღარაა. ეს არის ქვეყნის მასობრივი განადგურება, რაც ომის წესებსაც აღარ ექვემდებარება. ომსაც აქვს წესები და კანონები. სამართლებრივად ვნახეთ, რომ სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა უკვე დაგმო. ხალხი იტანჯება და პუტინს ცივილიზებულმა მსოფლიომ უნდა უპასუხოს“, - განაცხადა ბორელიმ.