„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინის მხრიდან დანებებასა და იარაღის დაყრაზე საუბარი არ შეიძლება, ამის შესახებ უკრაინამ ინფორმაცია რუსულ მხარეს უკვე შეატყობინა. ვიცეპრემიერი რუსეთს მიმართავს, დანებებაზე საუბრის ნაცვლად, სამშვიდობო დერეფანი გახსნას.
"არ შეიძლება საუბარი რაიმე დანებებაზე და იარაღის დაყრაზე. ამის შესახებ ჩვენ უკვე შევატყობინეთ რუსულ მხარეს. მე დავწერე: "8-გვერდიან წერილზე დროის ხარჯვის ნაცვლად, დერეფანი გახსენით"",- განაცხადა მან.
ცნობისთვის, რუსეთი მარიუპოლს კაპიტულაციას სთხოვს და ვადას უკრაინის დროით დილის 5 საათამდე აძლევდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლში "საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა" განვითარდა და ქალაქს "მაცხოვრებლების გადარჩენას" სთავაზობს, ამისთვის კი დერეფანი დილის 10 საათიდან გაიხსნება, უკრაინის დადებითი პასუხის შემთხვევაში.