გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს.
„ვიმყოფები კიევში ჩემს ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან. ამჯერად ჩვენ ასევე ვსაუბრობთ აღდგენაზე და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე. აყვავებული კიევი გვახსენებს, რომ ქვეყანა მზად არის ნათელი მომავლისთვის“, – წერს ლანდსბერგისი.
Visiting Kyiv with 🇱🇻 and 🇪🇪 collegues. This time we are also talking about the rebuilding, restoration and the EU candidate status for #Ukraine. Blooming Kyiv reminds that the country is ready for a bright future. pic.twitter.com/D7wMc01Dtr
— Gabrielius Landsbergis (@GLandsbergis) May 6, 2022