ბოლო ცნობები ქუთაისიდან, სადაც კორპუსში აფეთქება მოხდა
1795250700
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს „ომის დამნაშავე" უწოდა კრემლში ეხმაურებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ბაიდენის სიტყვებს მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკა უწოდა.
„მიუღებლად და მიუტევებლად მიგვაჩნია ასეთი რიტორიკა იმ სახელმწიფოს მეთაურისა, რომლის ბომბებმაც ასობით ათასი ადამიანი მოკლა მთელ მსოფლიოში," - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.