ფულადი კომპენსაცია ოჯახის თითოეულ წევრზე - განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
1792179581
ჩვენ ვეღარ ვენდობით არსებულ ინსტიტუტებს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის 22-ე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„ომი არ მთავრდება. რუსეთის ომის დანაშაულებები არ წყდება. რუსეთის ეკონომიკას ჯერ კიდევ შეუძლია ომის მანქანის ამუშავება. ამიტომ, საჭიროა ახალი სანქციების პაკეტები. სამყარომ ოფიციალურად უნდა აღიაროს, რომ რუსეთი გახდა ტერორისტი სახელმწიფო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ უკრაინამ მეტი მხარდაჭერა უნდა მიიღოს, უფრო მეტი, ვიდრე ახლა ვიღებთ. ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები. თვითმფრინავები. ლეტალური იარაღის და საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობა, რათა რუსი ოკუპანტების შეჩერება შევძლოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.