„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშირა.
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ-ში ერთი გალონი საწვავი საშუალოდ 4.20 დოლარი ღირს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში 3.30 დოლარი ღირდა.
„ამის მიზეზი პუტინის ომია. ახლა მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი აღარ ყიდულობს რუსულ ნავთობს. მე ავკრძალე რუსული ნავთობის იმპორტი ამერიკაში. „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ კონგრესში მხარი დაუჭირეს ამას. ეს სწორი ნაბიჯი იყო. თუმცა, მე მაშინ ვთქვი, რომ ამას თავისი ფასი ექნებოდა. მაშინ, როდესაც რუსული ნავთობი მსოფლიო ბაზრიდან გადის, ნავთობის მიწოდება იკლებს, ხოლო ფასები იზრდება. ეს კი ამერიკელებს ურტყამს“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.