მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკა და მოკავშირეები დააკვირდებიან, რეალურად წავა თუ არა რუსეთი დეესკალაციისკენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება.
„ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას. გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ და ასევე, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ბაიდენმა.