ბაიდენი არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტს ამერიკისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის - თეთრი სახლი

tetri saxli

ჯო ბაიდენი ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს, რომლებიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

კომუნიკაციების დირექტორის, ქეით ბედინგფილდის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი წყვეტს კონკრეტულად რა გაუგზავნოს უკრაინას, ის სამხედროების შეფასებას ითვალისწინებს, თუ რა არის ყველაზე ეფექტური და სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

„ჩვენ მუდმივ დისკუსიაში ვართ უკრაინასთან, თუ როგორ დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომლებზეც ამ მომენტში შემიძლია, ვისაუბრო.

როდესაც პრეზიდენტი წყვეტს, კონკრეტულად რა გაუგზავნოს უკრაინას, ის ითვალისწინებს ორ რამეს. „პირველი არის სამხედროების შეფასება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის".

მეორე ფაქტორი, არის ის, რომ ბაიდენი არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტს ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის,"- აცხადებს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორიქეით ბედინგფილდი .