პეტრო პოროშენკო ჯო ბაიდენს უკრაინაში ჩასვლისკენ მოუწოდებს

პოროშენკო

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს სამიტის ფარგლებში,  შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ევროპაში ვიზიტისას უკრაინას უნდა ეწვიოს,  ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, უკრაინის ძალიან კარგი მეგობარი, ჯო ბაიდენი, გლობალური მსოფლიოს ლიდერი, რომელიც ახლა აჩვენებენ ლიდერობას, რატომ არ მოვა აქ მომავალ კვირას, როგორც ჩვენდამი სოლიდარობის სიმბოლო?

ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ უკრაინის მიწისთვის. ჩვენ ვიბრძვით ევროპის უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის. ასევე თქვენთვის, შეერთებული შტატებისთვის. ჩემი თხოვნაა, დაგვეხმარეთ მსოფლიოს გადარჩენაში. დაგვეხმარეთ გადავარჩინოთ ევროპა. დაგვეხმარეთ, რომ გადაგარჩინოთ თქვენ“ - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.