ოკუპანტები აზოვსტალში როკ-კონცერტის გამართვას გეგმავენ - მარიუპოლის საკრებულო

აზოვსტალი

რუსი დამპყრობლები აზოვსტალში როკ-კონცერტის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„რუსი დამპყრობლები აგრძელებენ რეკორდების დამყარებას თავიანთი ცინიზმით. ახლა ისინი აცხადებენ როკ კონცერტს მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც ჩვენი გმირები დაიღუპნენ", - აღნიშნულია მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაში.

როგორც მედია წერს, კოლაბორატორებს „ნორმალური წყალი და გათბობა არ აქვთ, მაგრამ კონცერტებს მართავენ ქალაქში, სადაც ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ ასობით ადამიანია დამარხული“.

რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს აზოვსტალის ქარხნის ტერიტორია რაკეტებითა და ბომბებით.

16 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ აზოვსტალში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს ბრძანება გასცა, გადაერჩინათ პერსონალის სიცოცხლე. აღინიშნა, რომ გარნიზონმა დაასრულა დაკისრებული საბრძოლო დავალება.