„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი თანხმობას არ იძლევა -უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

დაბომბეს

„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ბევრს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არის სამხედრო ოპერაცია და მისი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია.