"ორი გმირი დაიღუპა, ცოლ-ქმარი, მათი პატარა ბავშვი კი დაობლდა - ეს ერთი ოჯახის ტრაგედიაა, რომლის მსგავსიც ბევრია" - აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე უმძიმეს ისტორიაზე

web

ალა და ვიტალი ტარანი, რომლებიც აზოვში მსახურობდნენ, მარიუპოლში დაიღუპნენ, მათი პატარა შვილი კი ობოლი დარჩა. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭომ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის სვიატოსლავ პალამარის ცნობაზე დაყრდნობით უკრაინული მედია გამოცემა სტატიას აქვეყნებს. 

წყვილი თავიდანვე აზოვის პოლკში იმყოფებოდა. ჯერ ჯარისკაცებისთვის კერძებს ამზადებდნენ, მერე სამხედრო ფორმა ჩაიცვეს და ბრძოლა საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ იარაღით ხელში დაიწყეს. 

"ისინი აზოვში დაქორწინდნენ. მათი ოჯახი აქ დაიბადა და ისიც აქ გაიზარდა. მათი ვაჟიც აქ, მარიუპოლში დაიბადა. ისინი დაქორწინდნენ აზოვში."- ამბობს სვიატოსლავი.

ვიტალი გარდაიცვალა 15 აპრილს, ხოლო ალა - 8 მაისს საჰაერო დაბომბვის დროს. 

"ორი გმირი დაიღუპა. მთელი ოჯახი წავიდა. მე კი ვერაფერი მოვახერხე... გამუდმებით ჩვენი სამხედროების გადასარჩენად ვიბრძვით, მაგრამ... უნდა გესმოდეთ, რომ ეს მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედიაა. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი ბევრია." - აღნიშნავს პალამარი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტატიანა, რომელიც "აზოვის" პოლკის ჯარისკაცის ცოლი იყო, პატარა ბიჭის დედა გახდა. სამწუხაროდ, მისი გმირი მამა შვილის დაბადებას ვერ მოესწრო. 

ომში ქალმა დედა და ძმაც დაკარგა. ის მარტო დარჩა სამ შვილთან ერთად. ახალშობილ ვაჟს ილია დაარქვა, როგორც ამას გარდაცვლილი ქმარი ალექსეი ოცნებობდა. ტატიანას თქმით, ბავშვები ახლა მას ძალას აძლევენ და აცოცხლებენ.