"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია საქართველოში კვირის ბოლომდე უნდა ჩამოასვენონ. დღეს კი ცხედარს კიევის ერთ-ერთ ტაძარში დაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება.
38 წლის ქართველი ჯარისკაცი ქალაქ იზუმთან ახლოს რამდენიმე დღის წინ მძიმედ დაშავდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რატი შურღაია წარმოშობით სენაკიდან იყო. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავდა.
ის უკვე მე-11 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ემსხვერპლა.