„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით, 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.
უკრაინული ოფიციალური წყაროები „აზოვსტალის“ გარშემო არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ამ თემაზე მოგვიანებით პრეზიდენტი ზელენსკი ისაუბრებს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალის“ ქარხნიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყვანის შესახებ.
უკრაინულ მხარეს რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.
Reuters-ის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე 600-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.