არა მხოლოდ მზის დაბნელება: რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე
1786480007
"აზოვსტალის" დამცველების გადასარჩენად პუტინი თანხმობას არ იძლევა", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
"ის წინადადებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში, მოდით გავაკეთოთ ეს და მოდი ასე მოვიქცეთ, ფაქტობრივად, უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი თანხმობას არ იძლევა, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ "აზოვსტალის" დამცველები. ახლა მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერი ჩართულია პუტინთან სასაუბროდ. ჩვენი სახელმწიფო ყველა მათგანთან არის კონტაქტში. ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული პუტინთან დასაკავშირებლად", - თქვა მან.
ცნობისთვის, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანა ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში ერთადერთი ადგილია, რომლის აღებაც ამ დრომდე მტერმა ვერ შეძლო.