1740372372
ასტროლოგის დამაიმედებელი პროგნოზი უკრაინის ომზე - „საქართველოს საფრთხე არ ემუქრება“

ასტროლოგი ხათუნა ნოელი გამომწერებს პასუხობს, რომლებსაც აინტერესებთ როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და ხომ არ ემუქრება საქართველოს საფრთხე.
ასტროლოგის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
„ცალცალკე რომ არ გიპასუხოთ, აქ დავწერ, რადგან მართლა ძალიან ბევრნი მეკითხებით:
-მალე დამთავრდება ომი უკრაინაში?
არა, სამწუხაროდ მალე ვერ დამთავრდება. მაგრამ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება ამ ომში.
- ჩვენთან ომი იქნება?
- არა, საქართველოს ასტროლოგიურ რუკებთან ( ასეთი მინიმუმ სამია და სამივე შევამოწმე) მიმართებაში არცერთი წერტილი საშიში პლანეტარული ასპექტებით არ აქტიურდება.
არის თუ არა საშიშროება ბირთვული ომის?
- საბედნიეროდ ამ საშიშროებამ გადაიარა.
ჩემი მხრიდან კი ამასაც დავუმატებ- არავითარი რუსი ''ლტოლვილები'' არ უნდა შემოვისახლოთ!! რადგან ეს გრძელვადიან პროგნოზში ძალზე ცუდად შეიძლება დამთავრდეს.
პ.ს. 4129 მეგობარი მყავს ამ ეტაპზე. ვისაც აქ დაწერილი რამე გულზე არ გახატიათ, გასასვლელი კარი ღიაა“, -წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.