ომის სისასტიკე ერთ ფოტოზე! ყველაზე ემოციური კადრები რუსეთ-უკრაინის ომის ქრონიკიდან

უკრაინელი სამხედრო და ბავშვი

რამდენიმეთვიანი სამხედრო გაძლიერების შემდეგ რუსეთმა უკრაინაზე უპრეცედენტო თავდასხმა დაიწყო .

24 თებერვლის გამთენიისას დაიწყო აფეთქებები უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ კიევში.

ბრძოლები ამ დრომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა დასავლელმა მოკავშირეებმა დაიწყეს სანქციების დაწესება რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.

უკრაინის მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი გამოვიდა.

CNN ავრცელებს ფოტოკოლაჟს, რომელიც სიტყვებზე უკეთ აღწერს ვითარებას, რომელიც ახლა უკრაინაშია. 

3 მარტი - მოქალაქეები ქმნიან ჯაჭვს იმისათვის, რომ კიევში მარაგი გადაიტანონ Diego Herrera/Europa Press/Getty

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4 მარტი - სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ დაბომბეს ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური. Zaporizhzhya NPP/YouTube/Reuters

4 მარტი - უკრაინის ეს მოქალაქე უნგრეთის სასაზღვრო სოფელ ტიზაბეკში ლტოლვილთა თავშესაფარში მივიდა. გაეროს მონაცემებით,  რუსეთის შემოჭრიდან ერთ კვირაში უკრაინა მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. Marton Monus/picture alliance/Getty Images

3 მარტი, ხუთშაბათი - რუსულმა ძალებმა ბოროდიანკაში საცხოვრებელი კორპუსები გაანადგურა Maksim Levin/Reuters

3 მარტი კიევის საავადმყოფო - ფოტოზე ხედავთ 64 წლის მამაკაცს, რომლის ავტომობილსაც ჯავშანმანქანამ გადაუარა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. Timothy Fadek/Redux CNN-სთვის.

3 მარტი კიევის რკინიგზის სადგური - მამაკაცი მეუღლეს და შვილს ემშვიდობება თავად კი საბრძოლველად რჩება. Emilio Morenatti/AP

 

3 მარტი - უკრაინელ ჯარისკაცს დანგრეულ ხიდზე ჩვილი ბავშვი გადმოჰყავს. Timothy Fadek/Redux CNN- სთვის. 
 

 

3 მარტი - კიევში, სასაფლაოს თანამშრომელი უკრაინელი ჯარისკაცისთვის საფლავს თხრის. Timothy Fadek/Redux CNN-სთვის