1721037328
VIDEO საქართველოზე შეყვარებული და ქართულად ამღერებული ჩეხები რაჭაში
ჩეხი ტურისტები რაჭაში, სოფელ ხიდეშელებს სტუმრობენ.საქართველოზე შეყვარებული ჩეხები რაჭაში ქართულად ამღერდნენ.ნახეთ ვიდეო ↓
ალექსი ქამადაძე
1721037328
VIDEO საქართველოზე შეყვარებული და ქართულად ამღერებული ჩეხები რაჭაში
ჩეხი ტურისტები რაჭაში, სოფელ ხიდეშელებს სტუმრობენ.საქართველოზე შეყვარებული ჩეხები რაჭაში ქართულად ამღერდნენ.ნახეთ ვიდეო ↓
1712383830
სიახლე, რომელიც მგზავრებისთვის დღეიდან ამოქმედდა
თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.
1689667800
რამდენად კარგად იცი ძველი ქართული სიტყვების მნიშვნელობა?! - ქვიზი
გამოიცანი, საქართველოს კუთხეების ტრადიციული სამოსი - ქვიზიერუდიციის ტესტი, რომელსაც 10-დან მხოლოდ 1 აბარებს - ქვიზიშეამოწმე, როგორ გახსოვს ნაკლებად ცნობილი ანდაზები - ქვიზი
1680811671
მართლმადიდებელთათვის დიდი მარხვაა . დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. თევზით ხსნილი მხოლოდ ხარების, ბზობის და ლაზარეს შაბათის დღესასწაულებზეა.მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთხება წანდილი.წმინდა მამები განსაკუთრებულად მკაცრად იცავდნენ მარხვას. ასევე არიან ბერები.მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბეთანიაში მოღვაწეობდა ახალმოწამე მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხელავა, რომელიც მკაცრი მარხვით გამოირჩეოდა. სამეგრელოში, სოფელ ზუმში ბერის სანათესავო მისი ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად ახალმოწამის საფლავზე გავიდა, მოიგონეს მისი წმინდა ცხოვრება და მოღვაწეობა.მამა გაბრიელი მამა ვასილზე ამბობდა: "ბოლოს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა. როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი".ამის თვითმხილველი არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი) იყო, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ბეთანიის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც 1956 წელს, მამა ვასილი პირველად ნახა."...აი, ეს შიმშილობდა ვასილი, ძალიან მმარხველი იყო", - ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგაც ვერ მალავდა გაოცებას იმ მძიმე ბერული ღვაწლის გამო, რომელიც ახალგაზრდა მღვდელმსახურმა იტვირთა. "მე მორჩილი ვიყავი", - იხსენებს არქიმანდრიტი თორნიკე."მაშინ ვასილი ბერი, მღვდელი იყო. იმასთან შედარებით მე უფრო სხვა ვიყავი. განაგრძეთ კითხვა
1677514186
როგორ მიულოცეს დედაქალაქის მერს იუბილე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს იუბილარია. მას 45 წელი შეუსრულდა. გიზიარებთ კომენტარებს სოციალური ქსელიდან, როგორ მიულოცეს დედაქალაქის მერს იუბილე:„დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს, რომელმაც ყველას დაანახა, რომ თავდაუზოგავი შრომით აუცილებლად მივაღწევთ სასურველ რეზულტატს. მისი საფეხბურთო კარიერა თითით საჩვენებელი და საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის. პოლიტიკაში კი, მისი სახელი საქმეზე ორიენტირებულ პოლიტიკასთან ასოცირდება.მადლობა მას, ქვეყნის სახელის ფართო მასებზე გატანისთვის. მადლობა მას, ღირსებაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებისთვის. მადლობა მას, პირადად ჩემ წარმატებაში განსაკუთრებული როლისთვის!“, - წერს კონსტანტინე ზარნაძე.
1677500220
VIDEO: „როგორ უხარია სკოლაში...“ - დათი გაკვეთილებს ესწრება
დათი ქოქრაშვილი სკოლაში დაბრუნდა და საგაკვეთილო პროცესს ესწრება.„ჩემი როგორ უხარია სკოლაში და საოცარი ბავშვები...“, - წერს თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
1676296196
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ 50 ათასი ლარით გაიზარდა და 318 მილიონი ლარი შეადგინა
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ 50 ათასი ლარით გაიზარდა და 318 მილიონი ლარი შეადგინა.დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა და საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებზეც გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება:- ინფრასტრუქტურის განვითარება - 27 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა და 124 მილიონ ლარს შეადგენს.- 38 მისამართზე მოეწყობა ატრაქციონები.- აშენდება დამატებით 12 ახალი ხიდი. წლის განმავლობაში კი, 20-ზე მეტი ხიდის მშენებლობა განხორციელდება.- ახალი გზის მშენებლობა დაიწყება ბაღის ქუჩის #1 ჩიხში.- სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დამატებით 20 მისამართზე განხორციელდება. წლის განმავლობაში კი, სამუშაოები 100-მდე მისამართზე ჩატარდება.- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 206 ათასი ლარით გაიზარდა.- მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება - 106 800 ლარი.- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასისტენტით მომსახურება - 74 000 ლარი.- "დროებითი ღამის თავშესაფარი" - 12 300 ლარი.- მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა - 9 ათასი ლარი.- საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომელიც მიუსაფარი ბავშვების მხარდაჭერას ითვალისწინებს - 5000 ლარი.- ბათუმის სპორტულ ცენტრში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის გათვალისწინებული იქნა 165 ათას 750 ლარი.- დღესვე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი, განახლებული გეგმა დაამტკიცეს, რომელიც მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.- საკრებულოს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის“ დამტკიცებას.- აღნიშნული საკითხების გარდა, დადგინდა სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხას დაემატა 209 - 212 პუნქტები.- ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის ქ. #6-ის მიმდებარედ არსებული 44,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა.- "ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის #15 განკარგულებაში ცვლილება შევიდა.- მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში, ქ. ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქ. #82-ში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინების ღირებულება და ბენეფიციართა მიერ ყოველთვიური გადასახადის ოდენობა განისაზღვრა.- ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. #231-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა.
1673852820
„ბევრმა არ იცის, რომ...“ - რას წერს ზურა ბატიაშვილი ბუბა“ კიკაბიძეზე
ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი მსახიობსა და მომღერალ, ბუბა კიკაბიძეზე სოციალურ ქსელში წერს და მის მიერ თურქულად შესრულებულ სიმღერას აზიარებს.„ბევრმა არ იცის, რომ ბუბა თურქულადაც მღეროდა და თან, როგორც უნიჭიერესი ადამიანი, უაქცენტოდ აკეთებდა ამას.ეს მის მიერ შესრულებული კლასიკად ქცეული ცნობილი თურქული დარდიმანდული სიმღერა her akşam votka rakı şarap-ია ("ყოველ საღამოს არაყი, რახი, ღვინო")“, - წერს ზურა ბატიაშვილი.შეგახსენებთ, რონ ვახტანდ (ბუბა) კიკაბიძე 14 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1648539751
„მოვიდა დრო, დიალოგმა შედეგი გამოიღოს" - უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განცხადება გააკეთა:"მოვიდა დრო, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს," - განაცხადა ერდოღანმა. დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იმართება.
1646425326
ასტროლოგის დამაიმედებელი პროგნოზი უკრაინის ომზე - „საქართველოს საფრთხე არ ემუქრება“
ასტროლოგი ხათუნა ნოელი გამომწერებს პასუხობს, რომლებსაც აინტერესებთ როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და ხომ არ ემუქრება საქართველოს საფრთხე. ასტროლოგის პასუხს უცვლელად გთავაზობთ: „ცალცალკე რომ არ გიპასუხოთ, აქ დავწერ, რადგან მართლა ძალიან ბევრნი მეკითხებით: -მალე დამთავრდება ომი უკრაინაში? არა, სამწუხაროდ მალე ვერ დამთავრდება. მაგრამ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება ამ ომში. - ჩვენთან ომი იქნება? - არა, საქართველოს ასტროლოგიურ რუკებთან ( ასეთი მინიმუმ სამია და სამივე შევამოწმე) მიმართებაში არცერთი წერტილი საშიში პლანეტარული ასპექტებით არ აქტიურდება. არის თუ არა საშიშროება ბირთვული ომის? - საბედნიეროდ ამ საშიშროებამ გადაიარა. ჩემი მხრიდან კი ამასაც დავუმატებ- არავითარი რუსი ''ლტოლვილები'' არ უნდა შემოვისახლოთ!! რადგან ეს გრძელვადიან პროგნოზში ძალზე ცუდად შეიძლება დამთავრდეს. პ.ს. 4129 მეგობარი მყავს ამ ეტაპზე. ვისაც აქ დაწერილი რამე გულზე არ გახატიათ, გასასვლელი კარი ღიაა“, -წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.
1646337900
ცნობილია კიდევ ორი რუსი ოლიგარქი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი სანქციებს უწესებს
დიდი ბრიტანეთი კიდევ ორ რუს ოლიგარქს სანქციებს დაუწესებს. საუბარია ალიშერ უსმანოვსა და იგორ შუვალოვზე. უსმანოვი საფეხბურთო კლუბ ევერტონსა და არსენალს აფინანსებს, ხოლო შუვალოვი 2012- 2018 წლებში რუსეთის ვიცეპრემიერი იყო. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალი შეზღუდვების მიხედვით, მათი აქტივები გაიყინება და დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ. ამასთან, ბრიტანეთის მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს, არ შეეძლებათ მათთან ბიზნეს საქმიანობა.
1646250706
არახამია კრიმინალებში არ მომიხსენებია - ირაკლი კობახიძე
რა როლი ითამაშა საქართველოდან ელჩის გაწვევაში უკრაინის რადაში პრეზიდენტის ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერშიც" ისაუბრა. "ქართული ოცნების" ლიდერმა დააზუსტა, რომ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაში კრიმინალებში დავით არახამია არ მოუხსენებია: "დავაზუსტებ, კრიმინალებში არახამია არ მომიხსენებია, მე არ ვიცი მისი კრიმინალური წარსულის შესახებ, აქ საუბარია ადეიშვილსა და სხვებზე. რაც შეეხება არახამიას, ჩვენ ვიცით მისი კავშირის თაობაზე ნაცმოძრაობასთან, უშუალოდ სააკაშვილთან, რასაც ისინი არ უარყოფენ, სააკაშვილმა თქვა, რომ მისი დაფრთიანებული იყო, ასევე გახსოვთ, არახამია როგორ გამოდიოდა Free Misha-ს მაისურით, ანუ პირდაპირი კავშირი არსებობს, ეს მათი საქმეა, ამაში ვერ ჩავერევით, მაგრამ როცა ვსაუბრობთ გარკვეული ნაბიჯების ალოგიკურობაზე, წარმოიდგინეთ ამხელა ომის მდგომარეობაშია ქვეყანა და ამ ქვეყნის ლიდერები უცბად იცლიან 7 ენაზე დატვიტვისთვის საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის უკან არის პლუს ალოგიკურობა. ბელარუსს რომ არ უპირისპირდები ასეთი ზომით და არ გამოიწვევ ელჩს და საქართველოსთან მიმართებაში აკეთებ, ალოგიკურობაზეც ზედმეტია საუბარი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე რამდენად სწორია ამ ეტაპზე კრიტიკის მიმართვა დავით არახამიასკენ, რომელსაც უკრაინული მედია ზელენსკის მარჯვენა ხელადაც კი მოიხსენიებს და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე მოლაპარაკებებში, საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ საჭირო იყო ლოგიკური დასკვნების გამოტანა: "როდესაც ასეთი ალოგიკური ნაბიჯები იდგმება და ეს იდგმება სამწუხაროდ უკრაინის პრეზიდენტის სახელით და არის აუხსნელი, ამას როცა ემატება "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი კავშირი ხელისუფლების რგოლებთან, მარტივია ლოგიკური დასკვნები, რომელიც უნდა გამოვიტანოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის კრიტიკასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ რთულ პერიოდში იცლის იმისთვის, რომ თავს დაესხას რუსეთთან მთავარ მომლაპარაკებელ დავით არახამიას. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არაა თავდასხმა, არამედ აუცილებელი იყო რომ არსებულ ალოგიკურ სიტუაციას გარკვეული ახსნა მოძებნოდა.