აშშ ყოველთვის ღიაა დამატებითი სანქციებისთვის - ჯო ბაიდენი

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის ღიაა დამატებითი სანქციებისთვის.  ეს განცხადება ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მიმდინარე კვირაში საუბარი მექნება „დიდი შვიდეულის“ წევრებთან იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.